22 წელზე მეტია, „წისქვილი ჯგუფი“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის სარესტორნო ბიზნესსა და ამ სფეროს ლიდერს საქართველოში. ჯგუფი აერთიანებს განსაკუთრებული კონცეფციის სარესტორნო სივრცეებს, რომლებიც გამოირჩევა ქართული გასტრონომიული ტრადიციების, მაღალი ხარისხისა და ინოვაციების შერწყმით.
„წისქვილი ჯგუფის“ რესტორნები:
ჯგუფის განსაკუთრებული და განსხვავებული პროექტია „ თეატრი “, მულტიფუნქციური პავილიონი, რომელიც პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ახორციელებს უნიკალურ SHOW & DINNER კონცეფციას.
„თეატრში“ სტუმრებს შეუძლიათ: იმოგზაურონ კლასიკურ კაბარეში, იხილონ, როგორც ამერიკული, ისე ქართული კლასიკად ქცეული მიუზიკლები, დატკბნენ ოპერითა და ბალეტით, დაესწრონ კონცერტებს და მოუსმინონ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას.
ამავდროულად, „თეატრი“ ტურისტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქართულ კულტურასა და გასტრონომიას გაეცნონ ერთდროულად.
„თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა. ალექს ნათაძის თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც იქვეა. ასე იქცევა თითოეული აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად. თამამად შეიძლება იღქვას, რომ კონცეპტუალური გასტრო-თეატრალური პრემიერა წარმატებით შედგა.
ზაალ ჩიქობავას ბიოგრაფიაში არაერთ საინტერესო შტრიხს იპოვით, რამაც ის ამ განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თეატრთან მიიყვანა. როგორც ის აღნიშნავს - „თეატრი“ საშუალებას გაძლევს, მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის ამ სივრცეს ახალი იდეების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბს ადარებს, რომელიც ყველასია და თითოეულ სტუმარს შეუძლია, თავისი წილი თეატრი იპოვოს და შეიყვაროს.
"თეატრი“ ძალიან საინტერესო პროექტია მთელი გუნდისთვის. წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ, მოგვცა გამბედაობა და შესაძლებლობა შეგვქმნა გამორჩეული და განსხვავებული კონცეფციის სივრცე. „თეატრის“ გასტრონომიის მიმართულება „წისქვილი ჯგუფი“ -ის მრავალწლიან და უცვლელ ხარისხს ეფუძნება. ვფიქრობთ, რომ „თეატრის“ ისტორიის დაწერა უკვე დაიწყო და ისიც იტყვის თავის სათქმელს, როგორც კულტურული, ისე გასტრონომიული მიმართულებით.
„Dining Theatre“, „Show and Dinner“ ანუ „წარმოდგენა ვახშმით“
კონცეფცია, რომელიც „წისქვილი ჯგუფმა“ პირველად გააცოცხლა საქართველოში, უნიკალური შერწყმაა შოუს, გასტრონომიისა და სერვისის. თითოეული კომპონენტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა:
ეს უნიკალური გამოცდილება რეალობად იქცა პროფესიონალთა გუნდით, რომელიც სინქრონულად ქმნის იდეალურ გარემოს, რაც „თეატრს“ გამორჩეულსა და დაუვიწყარს ხდის.
„თეატრი“ უნიკალური სივრცეა, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოირჩევა და ყველა გემოვნების სტუმარს სთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას:
„თეატრმა“ ხელი შეუწყო ახალი ჟანრის დაბადებას საქართველოში. ეს სივრცე გადაიქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც თითოეული სტუმარი თავის მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც ჰმატებს.