ვერის უბნის მელოდიები – სანახაობა ვახშმით | თეატრი | 21 აპრილი

ვერის უბნის მელოდიები – სანახაობა ვახშმით | თეატრი | 21 აპრილი

ეკრანზე გამოსვლიდან 5 ათეული წლის თავზე, პირველი ქართული მიუზიკლი, გიორგი შენგელაიას ლეგენდარული და კლასიკადქცეული „ვერის უბნის მელოდიები“, გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკით, მორის ფოცხიშვილის დაუვიწყარი ტექსტებით, „თეატრის“ სცენაზე თავბრუდამხვევი სანახაობით ცოცხლდება.

ჩვენ მოგიყვებით ქალაქის უძველეს უბანსა და უთქმელ სიყვარულზე. სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და ხალხის მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე. აქ, ამ თეატრში, შეხვდებით მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოსა და ტანც-კლასის პედაგოგებს, პრისტავსა და მის ქვეშევრდომებს, ვაჭარ პანკესასა და აღა-გეორქას... ვერის უბანში დიდი ამბები ტრიალებს და ამ საღამომ უთქვენოდ არ უნდა ჩაიაროს! „ვერის უბნის მელოდიები“ „თეატრში“ წარმოდგენილია სამ ნაწილად, ვახშმის თანხლებით. მიუზიკლი ეფუძნება გიორგი შენგელაიას ამავე სახელწოდების ფილმს „ვერის უბნის მელოდიები“

კინოსცენარი - გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე კომპოზიტორი - გიორგი ცაბაძე სიმღერების ტექსტი - მორის ფოცხიშვილი

მიუზიკლის პარტნიორები არიან: სითიზენი, ბორჯომი, კონცეპტი, ბენე, Chivas 18, გურემანი, ვაკე. მიუზიკლის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი

მუსიკალური ვერსიები შესრულებულია “ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის” მიერ. დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი

გაწეული დახმარებისთვის მადლობა დავით დოიაშვილს, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრს“ და ზურაბ ლალიაშვილს.

მრეცხავები, მხერხავები, მოქალაქეები: გიორგი ტორიაშვილი, ნინი ჩაჩიბაია, სალომე თათარაშვილი, ელენე თავართქილაძე, ქეთევან აბესაძე, ბარბარე ურიდია, ანა სახიაშვილი, ელენე ვეკუა, თეო კოჭლამაზაშვილი, ანი შუბლაძე, ნატაშკა იაშვილი, ლონდა ტყემალაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, გიორგი ჩხეიძე, ირაკლი თოდუა, ბარბარე ჩხეიძე, ნუცა ტარუაშვილი.

კარი იხსნება: 20:00 სთ წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88

Recommended articles