„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS -ისგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.
მიუზიკლი ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას, რომელიც, თავის მხრივ, იმ დროს განვითარებულ რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამიანები იყვნენ - მკვლელი ქალები ჩიკაგოდან - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. „ჩიკაგო“ - ეს ერთგვარი ცირკია ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენითა და სანახაობით, ჯამბაზებითა და მარიონეტებით, ცრუ სიყვარულითა და ნამდვილი სიძულვილით. 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი - ეს ლეგენდად ქცეული მიუზიკლის რეკორდია. 2023 წლის 20 სექტემბერიდან „ჩიკაგოს“ მსოფლიო რუკაზე საქართველო, თბილისი და ქართველი მაყურებელიც გამოჩნდება.
ამ შთამბეჭდავ სამმოქმედებიან წარმოდგენას, ვახშმის თანხლებით, „ თეატრში “ წარმოგიდგენთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, თინათინ წულაძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია, ცოტნე ბლიაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, ანდრო მელკუმოვი, თეონა კოჭლამაზაშივილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანი შუბლაძე, თამთა გასიშვილი.
კარი იხსნება: 20:00 სთ. წარმოდგენა და ვახშამი: 20:45 სთ.