ინტერვიუ "თეატრის" დამფუძვნებლებთან

ინტერვიუ "თეატრის" დამფუძვნებლებთან

„წისქვილი ჯგუფს“ რომ 20-წლიანი ისტორია აქვს, ამის შესახებ უკვე იცით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ იმ სამ ადამიანს, რომელიც ამ ეტაპზე მართავს კომპანიას: ლაშა ჩხაიძეს, შოთა საღლიანსა და ოთარ ლოლაშვილს.

მათი მამები მრავალი წელი ედგნენ სათავეში და ავითარებდნენ რესტორან „წისქვილს“, რომელიც ყველასათვის საყვარელი სივრცე გახდა და ცნობადი საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ამ ეტაპზე კი ისინი აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს და ანვითარებენ „წისქვილი ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით.

„თეატრის“ მშვენებლობა პანდემიამდე დავიწყეთ, თავდაპირველად სრულ კონცეფციაზე ჩამოყალიბებულები არ ვიყავით, ვიცოდით, რომ გვინდოდა რაღაც განსხვავებული, სადაც წამყვანი იქნებოდა სცენა და სანახაობა, თუმცა საბოლოო იდეამდე მისულები არ ვიყავით.

ამის შემდეგ დაიწყო პანდემია და ურთულესი პერიოდი გაიარა „წისქვილი ჯგუფმა“, რა თქმა უნდა, გაჩერდა მშენებლობა, მთელი ძალები მივმართეთ, რომ შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები და არსებული ბიზნესი გადაგვერჩინა. ერთიანი ძალებით ეს ყველაფერი შევძელით და პანდემიის დასრულების შემდეგ კვლავ გაგრძელდა პროცესი, თუმცა ეს პერიოდი გამოვიყენეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, შემოგვიერთდა ზაალიც, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენი ბრენდშეფი, ალექს ნათაძე და გუნდი გაიზარდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ „თეატრში“ სამი მიმართულება იქნებოდა წამყვანი და ერთნაირად მნიშვნელოვანი: შოუ, გასტრონომია და სერვისი.

სათქმელად მარტივი, თუმცა შესასრულებლად საკმაოდ რთული კონცეფციაა, როგორც ტექნიკურად, ისე კომერციულად და ბიზნესის კუთხით. უამრავი ადამიანია საჭირო როგორც შოუს დასადგმელად, ისე სამზარეულოში, ასევე სერვისის მიმართულებით, რომ ერთი საღამო, ერთი წარმოდგენა შედგეს და მივიდეს მაყურებლამდე ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილია. ახლა განვითარების პროცესში ვართ, ძალიან დიდი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მიმართულება იყოს მაღალი ხარისხის და მჯერა, ეს შრომა შედეგს გამოიღებს.

ჩვენი გუნდისთვის ეს ყველაფერი გამოწვევაა, თან ძალიან საინტერესო.

20 წლის წინ „რესტორანი წისქვილი“ პირველი იყო ბევრი მიმართულებით, ახალი სიტყვა ვთქვით სტუმარმასპინძლობის სფეროში, არქიტექტურაში, გასტრონომიაში, ამ კუთხით კონკურენცია გავაჩინეთ.

ვფიქრობ, კომპანიას მუდმივად სჭირდება განვითარება, ახალი ეტაპი.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ საუკეთესოდ ვაკეთებთ ტრადიციული რესტორნის კონცეფციას, თუმცა, ამასთანავე, იმავე წარმატებით შეგვიძლია ვაკეთოთ თანამედროვე და განსხვავებული სტილის გასტრონომია, წარმოდგენა თუ სერვისი.

დიდი ინტერესია ყოველი ახალი პროექტი, ახალი დადგმა, საინტერესო გასტრონომიული აღმოჩენები. ამასთან ერთად, „თეატრში“ გვაქვს გამორჩეული ბარის კუთხე და Signature კოქტეილები. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუმარმა მართლაც გამორჩეული, განსხვავებული საღამო გაატაროს.

წინ კი დიდი გეგმები და საინტერესო პროექტებია.

გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც არც კლუბი იქნებოდა და არც რესტორანი, არამედ რაღაც განსხვავებული და ახალი. „თეატრი“ ჩვენი გუნდისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი და საინტერესო თავგადასავალია.

„თეატრმა“ შექმნა საკუთარი დასი , მზარეულთა დიდი გუნდი, რომელთა დახმარებითაც ერთდროულად ვუმასპინძლდებით კერძებით 400-მდე ადამიანს, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც პასუხიმგებელია ხმაზე, განათებაზე, სცენაზე და ა.შ., შემოგვიერთდა სერვისის მიმართულებით 70-მდე ადამიანი, რომელთა დახმარებითაც ასევე ერთდროულად ვემსახურებით 400-მდე ადამიანს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ვფიქრობთ, რომ მცირე დროში საკმაოდ მნიშნელოვანი პროექტები განვახორციელეთ წარმატებით და ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც შოთამ აღნიშნა, წინ დიდი გეგმები, პროექტები და ახალი გამოწვევებია.

ქორწილის/კორპორაციულის/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88

ქარ­თუ­ლი თუ ბროდ­ვე­ის მი­უ­ზიკ­ლე­ბი­სა შემ­დეგ „თე­ატ­რი“ მზად არის სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი პრე­მი­ე­რის­თვის. ამ­ჯე­რად, სცე­ნა იტა­ლი­ურ ტემ­პე­რა­მენტს, უკ­ვდავ მე­ლო­დი­ებ­სა და მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულს და­ეთ­მო­ბა.

2 იანვარს, ბედობის დღესასწაულზე „თეატრის“ გამორჩეულ სივრცეში დაგხვდებათ ნამდვილი საახალწლო ატმოსფერო და„მგზავრების“ იმპროვიზაციული, ფოლკ-როკის ელემენტებით გაჯერებული, მუსიკა.

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.

წისქვილი ჯგუფის “თეატრი” უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს Welcome to Georgia, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კონცეპტუალური რესტორნის კატეგორიაში და ინარჩუნებს გამარჯვებულის სტატუსს.

„თეატრი“ სრულიად ახალ პერსპექტივას გთავაზობთ. აქ თქვენი კომპანიის ამბავი სცენაზე ინაცვლებს და მოსულ სტუმრებს თქვენი ბრენდის სამყაროში ამოგზაურებს.

გავიხსენეთ, ახლიდან შევიყვარეთ და ერთად განვიცადეთ ამბავი უთქმელ სიყვარულზე, სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და საზოგადოების მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე.

„თეატრის“ სცენაზე პირველი ქართული ლეგენდარული მიუზიკლის, გიორგი შენგელაიასა და ანზორ სალუქვაძის „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა გაიმართება.

ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა ადამიანის ცხოვრებაში. მთელმა დღემ რომ მაჟორულ ნოტაზე ჩაიაროს, ამისთვის კარგი ორგანიზებაა საჭირო. ,,თეატრის” გუნდი საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და ყველა სერვისს გთავაზობთ, რაც აუცილებელია ღონისძიების იდეალურად ჩასატარებლად.

პირველ რიგში, დავიბადე ოჯახში, სადაც მშობლები ამ სფეროსთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს, თითქოს, თანდაყოლილი იყო და სადღაც უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, ეს სხვა თემაა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ გამოცდილებიც ფონზე ეს საქმე თავისით გაიკვლევდა გზას და მიხარია, ჩვენს ,,თეატრში", რომ მოხდა.

გიგი დედალამაზიშვილი ყველასთვის ცნობილი ბენდ ,,მგზავრების” უცვლელი წევრი და ლიდერია. ,,თეატრის” სცენაზე მან სამსახიობო როლიც მოირგო და საკმაოდ წარმატებით. გიგიმ მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ მიუზიკლებში, როგორიცაა ,,ჩიკაგო” და ,,მამა მია” და როგორც თავად ამბობს, დაუვიწყარი გამოცდილება შეიძინა.

დღეს ზაალ ჩიქობავა ,,წისქვილი ჯგუფის” უნიკალური სივრცის, ,,თეატრის” სამხატვრო ხელმძვანელია. მოკლე დროში ,,თეატრმა” უკვე მოახერხა ქართველი მაყურებლისთვის სრულიად უცხო კონცეფცია ,,Dining Theatre-ს” ახლობელი გაეხადა.

,,თეატრი” საერთოდ ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში, გარდა იმისა, რომ კონცეფციაა ახალი, როგორც მსახიობისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ სხვა გამოცდილებაა, როდესაც მაყურებელთან განსაკუთრებული ინტერაქცია გიწევს და უშუალო კონტაქტში შედიხარ მათთან. სხვა შემთხვევაში, სპექტაკლის დროს ეს არ ხდება.

ანდრია გველესიანი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი და მსახიობია, ის მსახიობის როლს "თეატრშიც" ირგებს. მას საკუთარი ბენდი ჰყავს და მათი მოსმენა ხშირად ,,თეატრის” სივრცეშიც შესაძლებელია. როგორ აბალანსებს ანდრია გველესიანი ორ პროფესიას და რას ნიშნავს მისთვის ,,თეატრი”, ამაზე თავად მოგვიყვება.

თეატრალურ წარმოდგენაში კოსტიუმები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ტანსაცმელი. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საშუალებაა პერსონაჟის, ეპოქისა და განწყობის გადმოსაცემად. ,,Dining Theater-ში” კოსტიუმების დიზაინის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყოველი ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. განათების თანამედროვე აპარატურა იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია, კლასიკური წარმოდგენით დაწყებული, დაბადების დღის წვეულებით გაგრძელებული.

სიახლე ყოველთვის საინტერესოა, ექსპერიმენტები ხალხს იზიდავს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ ქართული ტრადიციული გემოები ძალიან კარგად არის შეთამაშებული ახალ გემოებთან, რაც საბოლოოდ ქმნის იმ სახეცვლილ კერძებს, რომელთა დაგემოვნებაც შეუძლიათ ჩვენთან მოსულ სტუმრებს.

ძვირფასი ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესო საჩუქარი გვემეტება, მაგრამ ხშირად რთულია რაღაც განსხვავებული და დასამახსოვრებელი მოიფიქრო. ,,თეატრი” უნიკალურ შანსს გთავაზობთ გაატაროთ საღამო გარემოში, სადაც თეატრალური შოუთი და გემრიელი ვახშმით ერთდროულად ისიამოვნებთ.

,,თეატრი” იდეალურად აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს - შოუმენობას, კულინარიულ ხელოვნებას, უნაკლო მომსახურებას და ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. მიმოვიხილოთ ამ სივრცის იდეა და გავიგოთ, მის არაერთ სტუმარს რატომ აქვს კითხვაზე - ,,სად შეიძლება თბილისში გართობა?” ერთადერთი პასუხი ,,თეატრი”.

წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც მე-20 საუკუნის ამერიკაში იღებს სათავეს. ,,Dining Theatre” ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.

კორპორაციული საღამო მნიშვნელოვანი წვეულებაა და როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება. კომპანიის პრიორიტეტია, რომ ღონისძიება ზუსტად შეესაბამებოდეს მათ მიზნებსა და ღირებულებებს, ხოლო დამსწრეებმა დადებითი გამოცდილება მიიღონ.

„თეატრი“ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც განსხვავებულ გარემოში სურს გამართოს კერძო წვეულება. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ როგორი იქნება მუსიკალური გაფორმება და რომელი ბენდი, არტისტი, თუ მომღერალი მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.

თეატრის ბილეთები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ Teatri.ge-ზე. E-commerce პლატფორმა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე და ბილეთის შეძენა საკმაოდ მარტივია.

,,თეატრის” 2023 წელი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ჩვენს სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი არაერთი შოუ და ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით, პირველად ქართველი მაყურებლისთვის, დაიდგა მსოფლიოში ცნობილი მიუზიკლები.

ახალი წლის ამ ჯადოსნურ ღამეს, დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს გათამაშებაში და მოიგოს განსაკუთრებული საჩუქრები.

ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის „თეატრი“. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა.

Teatri.ge-ის ტექნიკური მხარე აგებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს „წისქვილის თეატრის“ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ.

მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ ღონისძიება 28 ოქტომბერს შედგება და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა გამორჩეული თანამედროვე მხატვრების ფერწერული ნამუშევრები შეიძინონ.

„ჩი­კა­გო“ წის­ქვი­ლის ჯგუ­ფის „ თე­ატ­რის “ ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი დად­გმაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უკვე წარ­სდგა. მან მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდი მო­წო­ნე­ბა უკვე და­იმ­სა­ხუ­რა, რაც გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რად­გან „ჩი­კა­გო“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლია მსოფ­ლიო თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში.

„თე­ატ­რის“ ხშირ­მა სტუმ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ თი­თო­ე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნის­თვის ვახ­შა­მი სა­გულ­და­გუ­ლოდ, შოუს ხა­სი­ა­თი­სა და ჟან­რის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც „ჩი­კა­გოა“, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც თა­ვად შოუ

„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა

29 სექტემბრიდან, კვირაში 4 დღე, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით - თეატრის სცენა დაეთმობა არტისტების, ილუზიონისტების, მომღერლების და კაშკაშა მოცეკვავეების შთამბეჭდავ სანახაობებს!

მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2 88 88 80; 577 000 888

ჩიკაგოს რუკაზე უკვე საქართველოც გამოჩნდა და მრავალმილიონიან მნახველთა რიცხვს ქართველი მაყურებელიც შეუერთდა. ნებისმიერი მსურველი შეძლებს „თეატრის“ სივრცეში დატკბეს „ჩიკაგოს“ ნომრებით, იმოგზაუროს გასული საუკუნის ამერიკაში და გაავლოს პარალელები დღევანდელ ეპოქასთან

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS -სგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „ არქი“ , ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.

მულტიფუნქციური სივრცე "თეატრი" სეზონს ახალი მიუზიკლით — " ჩიკაგო" გახსნის, რომლის წარმდგენიც “არქი” იქნება. თეატრსა და არქის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 31 აგვისტოს გაფორმდა. პრემიერა 20-21 სექტემბერს გაიმართება.

24, 25 და 26 ივლისს ბათუმის ბულვარში ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულად გაჟღერდება და მაყურებლები კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. წარმოდგენა ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.

მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „თეატრის“ პროექტები უკვე იხილა და მოიწონა როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ და არც „ქართული შოუ“ იქნება გამონაკლისი.

ქართული შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებია . სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი მოცეკვავეების შესრულებით იხილონ ხორუმი, ლაზური, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეულ ნიმუშები.

„თეატრის“ არქიტექტურა და ტექნიკური აღჭურვილობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც მის ინდივიდუალიზმში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. აქ ყველაფერი დეტალებამდეა დაყვანილი. ეს ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველა კედელი ამბავს ჰყვება და თითოეული აქ მოსული სტუმარი ამ ამბის თანამონაწილე ხდება.

„თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ მიმდებარედ დაპროექტდა. მის განსხვავებულ იერსახეს ერთი თვალის შევლებით გარედანაც შეამჩნევთ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო არქიტექტურულ დეტალს კი თავად პავილიონში აღმოაჩენთ.

ეს „თეატრია“ – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში, სადაც ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას.

თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სულ მალე მოგეცემათ. “თეატრი” სტუმრებს ახალ და უნიკალურ წარმოდგენას სთავაზობს. ქართული შოუ წამყვანი არტისტებისა და სუხიშვილების მონაწილეობით, საქართველოს ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.

პირველად საქართველოში „თეატრის“ სცენაზე მიუზიკლი Mamma Mia დაიდგა და ABBA-ს სიმღერები ქართულ ენაზე აჟღერდა. სპექტაკლიდან ნაწყვეტების ნახვის შესაძლებლობა „თეატრის“ სტუმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა თებერვალში მისი სრული ვერსიის პრემიერა შედგება. დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა. მიუზიკლში მონაწილეობას იღებენ ცნობილი არტისტები.

იცოდით, რომ „თეატრის“ გარდაქმნა და მასში კერძო წვეულებების მოწყობა თქვენც შეგიძლიათ, რადგან ეს მულტიფუნქციური სივრცე ღიაა დახურული ღონისძიებებისთვისაც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა. სივრცე აღჭურვილია განათებისა და ხმის უახლესი აპარატურით.

13 და 20 იანვარს „თეატრმა“ სტუმრებს კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა – მულტიფუნქციურმა სივრცემ ამჯერად სუხიშვილებს უმასპინძლა. ანსამბლმა „თეატრის“ სცენაზე „ ქარაბშა “ – თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა წარმოადგინა. ის ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია.

„თეატრი“ არის სივრცე ნებისმიერი ტიპის წარმოდგენისთვის. ამასთან ერთად, აქ შეიძლება გაიმართოს ისეთი დახურული ღონისძიებებიც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და სხვა.

ახალი, 2023 წლის ღამე განსხვავებული იქნება მათთვის, ვინც მის აღნიშვნას „ თეატრში “ გადაწყვეტს, ამ დღისთვის შექმნილი საახალწლო ვახშმის თანხლებით. მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც Dining Theatre -ს კონცეფციას ეფუძნება.

„წისქვილი ჯგუფმა“ ახლახან განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციური სივრცე – „ თეატრი “ გახსნა. ის ტრადიციული თეატრისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სანახაობასთან ერთად გამორჩეულ ვახშამსაც შემოგთავაზებენ. მსგავსი კონცეფციის სივრცეს დასავლეთში Dining Theatre -ს უწოდებენ.

ახალი მულტიფუნქციური სივრცის, „თეატრის“ კარი მალე ფართო აუდიტორიისთვის გაიღება. პირველი წარმოდგენა, The Show 10 დეკემბერს ხელახლა გაიმართება. ბილეთების შეძენა 2 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა.

The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა.

ტერმინი და თეატრის განსხვავებული კონცეფცია Dining Theatre, რომელსაც კარგად იცნობს დასავლეთი, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც „წისქვილი ჯგუფმა“ ახალი სივრცე –„თეატრი“ შექმნა.

Recommended articles