ძვირფასი ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესო საჩუქარი გვემეტება, მაგრამ ხშირად რთულია რაღაც განსხვავებული და დასამახსოვრებელი მოიფიქრო. ,,წისქვილი ჯგუფის” მულტიფუნქციური სივრცე ,, თეატრი ” უნიკალურ შანსს გთავაზობთ გაატაროთ საღამო გარემოში, სადაც თეატრალური შოუთი და გემრიელი ვახშმით ერთდროულად ისიამოვნებთ.
,, Dining Theatre” ანუ წარმოდგენა ვახშმით, საქართველოსთვის აქამდე უცხო კონცეფცია იყო. ,,წისქვილი ჯგუფმა” გადაწყვიტა მსოფლიოში ცნობილი წარმოდგენა ვახშმით საქართველოშიც და მთელს ამიერკავკასიაში პირველად შემოეტანა.
სპეციალურად ამისთვის შეიქმნა ახალი სივრცე, სახელად ,,თეატრი“, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არც სტანდარტული თეატრია და ტრადიციული რესტორნისგანაც სრულიად განსხვავდება. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.
,,თეატრის” პირველი წარმოდგენა The Show ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ანანიაშვილისა და მისი საბალეტო დასის, საოპერო მომღერლებისა დახელოვნების სფეროს სხვა ბევრი გამორჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა. პირველივე ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა და სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოდ იქცა.
„თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა , დასი და მსახიობები ყოველი ახალი შოუსთვის დიდი ხნით ადრე ემზადებიან, რათა წარმოდგენა სრულიად უნიკალური გამოვიდეს. რეალურად ,,თეატრი” ახალი სიტყვაა ხელოვნების სფეროში და ახალი ჟანრის დაბადებას ვუწყობთ ხელს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ერთხელ სტუმრობა საკმარისია, რომ ეს სივრცე თქვენი საყვარელი ადგილი გახდეს განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის.
თეატრის მენიუ სამ მიმართულებად დავყავით: სპეციალურად მიუზიკლებისთვისა და სხვადასხვა შოუებისთვის შერჩეული კერძები, რესტორნის ტრადიციული მრავალფეროვანი სელექცია და კორპორაციული წვეულებებისთვის შედგენილი სია.
თეატრის მენიუზე ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი ზრუნავს. შეფი და მზარეულები თითოეული ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად არიან ჩართულნი, რათა მენიუ შოუს კონცეფციასთან თანხვედრაში იყოს და ზუსტად მოერგოს პერფორმანსის იდეას. შესაბამისად, ყოველი ახალი შოუსთვის უნიკალური მენიუ იქმნება.
თეატრის ბილეთები ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ვებ-საიტზე. Teatri.ge -ზე სპეციალური გრაფიკაა წარმოდგენილი, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. ვებგვერდზე დაგხვდებათ ღონისძიებების სია, თითოეული წარმოდგენისთვის განსაზღვრული მენიუ და რა თქმა უნდა სასურველი მაგიდის არჩევის შესაძლებლობა. მაგიდის დაჯავშნისას, ეკრანზე გამოვა “აირჩიეთ მენიუ” ღილაკი და მონიშნავთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს.
ჩვენთან დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა შოუ, ასევე ქართული ტრადიციული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.
მიუზიკლი ,, ჩიკაგო “ ერთ-ერთი ასეთი შოუა, რომლის ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ ოფიციალურად შეიძინა მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-ისგან.
მიუზიკლს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ეფუძნება მორინ დალას უოტკინსის 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას. ,,ჩიკაგო” მეოცე საუკუნის ამერიკის რეალურ ამბებს ასახავს. უოტკინსი „ჩიკაგო ტრიბუნის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფაბულად კრიმინალური ქრონიკის ისტორიები გამოიყენა.
მთავარი გმირები რეალური ადამიანების პროტოტიპები იყვნენ - ბელვა გარტნერი და ბეულა ანანი. „ჩიკაგო“ აერთიანებს ყველაფერს - შთამბეჭდავ წარმოდგენასა და სანახაობას, ჯამბაზებსა და მარიონეტებს, ცრუ სიყვარულსა და ნამდვილ სიძულვილს. მიუზიკლის მაყურებელთა რიცხვი რეკორდულია - 32 500 წარმოდგენა და 32 მილიონზე მეტი მაყურებელი. ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით ლეგენდად ქცეული მიუზიკლი უკვე საქართველოში, ქართველი მაყურებლისთვისაც გამოჩნდა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაყურებლისთვის საყვარელი ,, და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია! ”. მიუზიკლი საოცარ თავგადასავალს გპირდებათ - მაყურებელი ხან დრამის მომსწრეა, ხან სიყვარულის, სიცილისა და ტირილის და ეს ყველაფერი ცეკვისა და სიმღერის ფონზე. ,,მამა მიაში” ცხოვრება დუღს!
ასე რომ, ,,თეატრის” შოუ იდეალური საჩუქარია ძვირფასი ადამიანისთვის. გადაათვალიერეთ ჩვენი ღონისძიებები. იქნება ეს მიუზიკლი, სრულიად ახალი შოუ, ბენდის კონცერტი, თუ ნებისმიერი სხვა წარმოდგენა, ,,თეატრის” მთელი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და საღამო თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცეს.
ქორწილის/კორპორაციულის/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88
ქართული თუ ბროდვეის მიუზიკლებისა შემდეგ „თეატრი“ მზად არის სეზონის ყველაზე ხმაურიანი და მხიარული პრემიერისთვის. ამჯერად, სცენა იტალიურ ტემპერამენტს, უკვდავ მელოდიებსა და მარადიულ სიყვარულს დაეთმობა.
2 იანვარს, ბედობის დღესასწაულზე „თეატრის“ გამორჩეულ სივრცეში დაგხვდებათ ნამდვილი საახალწლო ატმოსფერო და„მგზავრების“ იმპროვიზაციული, ფოლკ-როკის ელემენტებით გაჯერებული, მუსიკა.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
წისქვილი ჯგუფის “თეატრი” უკვე მეორე წელია მონაწილეობას იღებს Welcome to Georgia, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კონცეპტუალური რესტორნის კატეგორიაში და ინარჩუნებს გამარჯვებულის სტატუსს.
„თეატრი“ სრულიად ახალ პერსპექტივას გთავაზობთ. აქ თქვენი კომპანიის ამბავი სცენაზე ინაცვლებს და მოსულ სტუმრებს თქვენი ბრენდის სამყაროში ამოგზაურებს.
გავიხსენეთ, ახლიდან შევიყვარეთ და ერთად განვიცადეთ ამბავი უთქმელ სიყვარულზე, სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და საზოგადოების მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე.
„თეატრის“ სცენაზე პირველი ქართული ლეგენდარული მიუზიკლის, გიორგი შენგელაიასა და ანზორ სალუქვაძის „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა გაიმართება.
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა ადამიანის ცხოვრებაში. მთელმა დღემ რომ მაჟორულ ნოტაზე ჩაიაროს, ამისთვის კარგი ორგანიზებაა საჭირო. ,,თეატრის” გუნდი საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და ყველა სერვისს გთავაზობთ, რაც აუცილებელია ღონისძიების იდეალურად ჩასატარებლად.
პირველ რიგში, დავიბადე ოჯახში, სადაც მშობლები ამ სფეროსთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს, თითქოს, თანდაყოლილი იყო და სადღაც უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, ეს სხვა თემაა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ გამოცდილებიც ფონზე ეს საქმე თავისით გაიკვლევდა გზას და მიხარია, ჩვენს ,,თეატრში", რომ მოხდა.
გიგი დედალამაზიშვილი ყველასთვის ცნობილი ბენდ ,,მგზავრების” უცვლელი წევრი და ლიდერია. ,,თეატრის” სცენაზე მან სამსახიობო როლიც მოირგო და საკმაოდ წარმატებით. გიგიმ მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ მიუზიკლებში, როგორიცაა ,,ჩიკაგო” და ,,მამა მია” და როგორც თავად ამბობს, დაუვიწყარი გამოცდილება შეიძინა.
დღეს ზაალ ჩიქობავა ,,წისქვილი ჯგუფის” უნიკალური სივრცის, ,,თეატრის” სამხატვრო ხელმძვანელია. მოკლე დროში ,,თეატრმა” უკვე მოახერხა ქართველი მაყურებლისთვის სრულიად უცხო კონცეფცია ,,Dining Theatre-ს” ახლობელი გაეხადა.
,,თეატრი” საერთოდ ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში, გარდა იმისა, რომ კონცეფციაა ახალი, როგორც მსახიობისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ სხვა გამოცდილებაა, როდესაც მაყურებელთან განსაკუთრებული ინტერაქცია გიწევს და უშუალო კონტაქტში შედიხარ მათთან. სხვა შემთხვევაში, სპექტაკლის დროს ეს არ ხდება.
ანდრია გველესიანი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსი და მსახიობია, ის მსახიობის როლს "თეატრშიც" ირგებს. მას საკუთარი ბენდი ჰყავს და მათი მოსმენა ხშირად ,,თეატრის” სივრცეშიც შესაძლებელია. როგორ აბალანსებს ანდრია გველესიანი ორ პროფესიას და რას ნიშნავს მისთვის ,,თეატრი”, ამაზე თავად მოგვიყვება.
თეატრალურ წარმოდგენაში კოსტიუმები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ტანსაცმელი. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საშუალებაა პერსონაჟის, ეპოქისა და განწყობის გადმოსაცემად. ,,Dining Theater-ში” კოსტიუმების დიზაინის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყოველი ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. განათების თანამედროვე აპარატურა იძლევა საშუალებას, შეიქმნას ყველანაირი გარემო და სიტუაცია, კლასიკური წარმოდგენით დაწყებული, დაბადების დღის წვეულებით გაგრძელებული.
სიახლე ყოველთვის საინტერესოა, ექსპერიმენტები ხალხს იზიდავს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ ქართული ტრადიციული გემოები ძალიან კარგად არის შეთამაშებული ახალ გემოებთან, რაც საბოლოოდ ქმნის იმ სახეცვლილ კერძებს, რომელთა დაგემოვნებაც შეუძლიათ ჩვენთან მოსულ სტუმრებს.
ძვირფასი ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესო საჩუქარი გვემეტება, მაგრამ ხშირად რთულია რაღაც განსხვავებული და დასამახსოვრებელი მოიფიქრო. ,,თეატრი” უნიკალურ შანსს გთავაზობთ გაატაროთ საღამო გარემოში, სადაც თეატრალური შოუთი და გემრიელი ვახშმით ერთდროულად ისიამოვნებთ.
,,თეატრი” იდეალურად აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს - შოუმენობას, კულინარიულ ხელოვნებას, უნაკლო მომსახურებას და ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. მიმოვიხილოთ ამ სივრცის იდეა და გავიგოთ, მის არაერთ სტუმარს რატომ აქვს კითხვაზე - ,,სად შეიძლება თბილისში გართობა?” ერთადერთი პასუხი ,,თეატრი”.
წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც მე-20 საუკუნის ამერიკაში იღებს სათავეს. ,,Dining Theatre” ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.
კორპორაციული საღამო მნიშვნელოვანი წვეულებაა და როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება. კომპანიის პრიორიტეტია, რომ ღონისძიება ზუსტად შეესაბამებოდეს მათ მიზნებსა და ღირებულებებს, ხოლო დამსწრეებმა დადებითი გამოცდილება მიიღონ.
„თეატრი“ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც განსხვავებულ გარემოში სურს გამართოს კერძო წვეულება. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ როგორი იქნება მუსიკალური გაფორმება და რომელი ბენდი, არტისტი, თუ მომღერალი მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.
წარმოდგენა ვახშმით, უნიკალური კონცეფციაა, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ცოცხალ შოუსა და გასტრონომიულ კულტურას. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გემრიელი კერძების დაგემოვნება ერთდროულად შეუძლია.
თეატრის ბილეთები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ Teatri.ge-ზე. E-commerce პლატფორმა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე და ბილეთის შეძენა საკმაოდ მარტივია.
,,თეატრის” 2023 წელი ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ჩვენს სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი არაერთი შოუ და ,,წისქვილი ჯგუფის” დახმარებით, პირველად ქართველი მაყურებლისთვის, დაიდგა მსოფლიოში ცნობილი მიუზიკლები.
ახალი წლის ამ ჯადოსნურ ღამეს, დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს გათამაშებაში და მოიგოს განსაკუთრებული საჩუქრები.
ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის „თეატრი“. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა.
Teatri.ge-ის ტექნიკური მხარე აგებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს „წისქვილის თეატრის“ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ.
მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ ღონისძიება 28 ოქტომბერს შედგება და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა გამორჩეული თანამედროვე მხატვრების ფერწერული ნამუშევრები შეიძინონ.
„ჩიკაგო“ წისქვილის ჯგუფის „ თეატრის “ ახალი გრანდიოზული დადგმაა, რომელიც ქართული აუდიტორიის წინაშე უკვე წარსდგა. მან მაყურებელთა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან „ჩიკაგო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლია მსოფლიო თეატრის ისტორიაში.
„თეატრის“ ხშირმა სტუმრებმა კარგად იციან, რომ თითოეული წარმოდგენისთვის ვახშამი საგულდაგულოდ, შოუს ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. გამონაკლისი არც „ჩიკაგოა“, შესაბამისად, მისთვის მომზადებული კერძებიც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორც თავად შოუ
„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა
29 სექტემბრიდან, კვირაში 4 დღე, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით - თეატრის სცენა დაეთმობა არტისტების, ილუზიონისტების, მომღერლების და კაშკაშა მოცეკვავეების შთამბეჭდავ სანახაობებს!
მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის: 032 2 88 88 80; 577 000 888
ჩიკაგოს რუკაზე უკვე საქართველოც გამოჩნდა და მრავალმილიონიან მნახველთა რიცხვს ქართველი მაყურებელიც შეუერთდა. ნებისმიერი მსურველი შეძლებს „თეატრის“ სივრცეში დატკბეს „ჩიკაგოს“ ნომრებით, იმოგზაუროს გასული საუკუნის ამერიკაში და გაავლოს პარალელები დღევანდელ ეპოქასთან
„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS -სგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „ არქი“ , ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.
მულტიფუნქციური სივრცე "თეატრი" სეზონს ახალი მიუზიკლით — " ჩიკაგო" გახსნის, რომლის წარმდგენიც “არქი” იქნება. თეატრსა და არქის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 31 აგვისტოს გაფორმდა. პრემიერა 20-21 სექტემბერს გაიმართება.
24, 25 და 26 ივლისს ბათუმის ბულვარში ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულად გაჟღერდება და მაყურებლები კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. წარმოდგენა ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.
მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.
მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „თეატრის“ პროექტები უკვე იხილა და მოიწონა როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ და არც „ქართული შოუ“ იქნება გამონაკლისი.
ქართული შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ნაციონალური ბალეტი სუხიშვილებია . სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი მოცეკვავეების შესრულებით იხილონ ხორუმი, ლაზური, აფხაზური, სამაია და ქართული ქორეოგრაფიის სხვა უძველესი და გამორჩეულ ნიმუშები.
„წისქვილი ჯგუფს“ რომ 20-წლიანი ისტორია აქვს, ამის შესახებ უკვე იცით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ იმ სამ ადამიანს, რომელიც ამ ეტაპზე მართავს კომპანიას: ლაშა ჩხაიძეს, შოთა საღლიანსა და ოთარ ლოლაშვილს.
„თეატრის“ არქიტექტურა და ტექნიკური აღჭურვილობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც მის ინდივიდუალიზმში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. აქ ყველაფერი დეტალებამდეა დაყვანილი. ეს ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველა კედელი ამბავს ჰყვება და თითოეული აქ მოსული სტუმარი ამ ამბის თანამონაწილე ხდება.
„თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ მიმდებარედ დაპროექტდა. მის განსხვავებულ იერსახეს ერთი თვალის შევლებით გარედანაც შეამჩნევთ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო არქიტექტურულ დეტალს კი თავად პავილიონში აღმოაჩენთ.
ეს „თეატრია“ – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში, სადაც ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას.
თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სულ მალე მოგეცემათ. “თეატრი” სტუმრებს ახალ და უნიკალურ წარმოდგენას სთავაზობს. ქართული შოუ წამყვანი არტისტებისა და სუხიშვილების მონაწილეობით, საქართველოს ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.
პირველად საქართველოში „თეატრის“ სცენაზე მიუზიკლი Mamma Mia დაიდგა და ABBA-ს სიმღერები ქართულ ენაზე აჟღერდა. სპექტაკლიდან ნაწყვეტების ნახვის შესაძლებლობა „თეატრის“ სტუმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა თებერვალში მისი სრული ვერსიის პრემიერა შედგება. დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა. მიუზიკლში მონაწილეობას იღებენ ცნობილი არტისტები.
იცოდით, რომ „თეატრის“ გარდაქმნა და მასში კერძო წვეულებების მოწყობა თქვენც შეგიძლიათ, რადგან ეს მულტიფუნქციური სივრცე ღიაა დახურული ღონისძიებებისთვისაც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა. სივრცე აღჭურვილია განათებისა და ხმის უახლესი აპარატურით.
13 და 20 იანვარს „თეატრმა“ სტუმრებს კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა – მულტიფუნქციურმა სივრცემ ამჯერად სუხიშვილებს უმასპინძლა. ანსამბლმა „თეატრის“ სცენაზე „ ქარაბშა “ – თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა წარმოადგინა. ის ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია.
„თეატრი“ არის სივრცე ნებისმიერი ტიპის წარმოდგენისთვის. ამასთან ერთად, აქ შეიძლება გაიმართოს ისეთი დახურული ღონისძიებებიც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, ქორწილი, დაბადების დღე და სხვა.
ახალი, 2023 წლის ღამე განსხვავებული იქნება მათთვის, ვინც მის აღნიშვნას „ თეატრში “ გადაწყვეტს, ამ დღისთვის შექმნილი საახალწლო ვახშმის თანხლებით. მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც Dining Theatre -ს კონცეფციას ეფუძნება.
„წისქვილი ჯგუფმა“ ახლახან განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციური სივრცე – „ თეატრი “ გახსნა. ის ტრადიციული თეატრისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სანახაობასთან ერთად გამორჩეულ ვახშამსაც შემოგთავაზებენ. მსგავსი კონცეფციის სივრცეს დასავლეთში Dining Theatre -ს უწოდებენ.
ახალი მულტიფუნქციური სივრცის, „თეატრის“ კარი მალე ფართო აუდიტორიისთვის გაიღება. პირველი წარმოდგენა, The Show 10 დეკემბერს ხელახლა გაიმართება. ბილეთების შეძენა 2 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა.
The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა.
ტერმინი და თეატრის განსხვავებული კონცეფცია Dining Theatre, რომელსაც კარგად იცნობს დასავლეთი, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც „წისქვილი ჯგუფმა“ ახალი სივრცე –„თეატრი“ შექმნა.